ნიდერლანდებში ტექნიკური პრობლემის გამო რამდენიმე საათი მაატრებლები გაჩერებულები იყვნენ

სისტემაში ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც მემანქანეებსა და დისპეტჩერებს აკავშირებს ერთმანეთთან, ნიდერლანდებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერებული იყო. პრობლემები გუშინ, საქართველოს დროით დაახლოებით 16:25 წუთზე დაიწყო.

რამდენიმე საათი მთელი ქვეყნის მანძილზე მგზავრები სადგურებზე იცდიდნენ. ისინი კი, ვინც მატარებლებში აღმოჩნდნენ, გადაიყვანეს უახლოეს სადგურებში.

მასობრივი ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. კიბერშეტევის ვერსიას გამორიცხავენ.

“კავშირი შესაძლებელი იყო, მაგრამ არა იმ მოცულობით, რასაც პროტოკოლი ითხოვს… რადგანაც ეს აუცილებელია უსაფრთხო მოძრაობისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ მატარებლები გაგვეჩერებინა” – რკინიგზის ხაზის ProRail ოპერატორმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – დავით კოდუა საქართველოდან წასულია, რომ ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და MasterCard-ის შეთავაზება ბიზნესს