ადვოკატი – დავით კოდუა საქართველოდან წასულია, რომ ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ დავით კოდუას სასამართლო პროცესი დასრულდა. აღნიშნულ პროცესს ბრალდებული დავით კოდუა დისტანციურად ესწრებოდა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების დაშვებაზე იმსჯელეს.

დავით კოდუას უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, ბრალდების მხარე ვერც ერთ ბრალდების ნაწილში ვერ დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ამის არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება.

„გირაოსთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთეთ, რომ საფუძველი იყო დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ საზღვარგარეთ უნდა ჩატარებოდა ოპერაცია და შესაბამისი მკურნალობა. ჩვენს მიერ გირაო უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით. რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ბრალდების მხარე ვერცერთ ბრალდების ნაწილში ვერ დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს ვინაიდან საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება იმის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. დაცვის მხარე მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას არსებითი განხილვის დროს დაადასტურებს აუცილებლად.

ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაუშვებლად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, ვინაიდან მოპოვების დროს კანონიერება იყო დარღვეული. მიუხედავად ამისა, საქმეში მართლაც არ არსებობს მტკიცებულება და დაუშვებლად ცნობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ დავით კოდუას უდანაშაულოდ იყოს ცნობილი. ის საქართველოდან წასულია, რომ ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა, თუმცა აპირებს ჩამოსვლას, ვინაიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან და პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღებასაც აპირებს. ჩვენ გვახსოვს დაზარალებულების ინტერვიუები და პოზიციები, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იყო გარკვეული სიტყვიერი შეკამათება და სულ ეს იყო, ეს ინციდენტი. როდესაც საქმის განხილვა იქნება დაზარალებულის პოზიციასაც მოვისმენთ და შესაბამის განმარტებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მუხრან ღურწკაიამ.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილს საკრებულოში თორნიკე ბიკაშვილი ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიანიდერლანდებში ტექნიკური პრობლემის გამო რამდენიმე საათი მაატრებლები გაჩერებულები იყვნენ