ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ვოკკე ჰოქსტრა უკრაინაში ჩავიდა. დიპლომატმა მოინახულა ირპენი, ქალაქი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

„დაბომბილი სახლები და მშენებლობები აჩვენებს, თუ რა გავლენა იქონია ომმა აქ მცხოვრებ კაცებზე, ქალებსა და ბავშვებზე. ნიდერლანდებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაადგინოს სიმართლე და მიაღწიოს სამართლიანობას“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერში“.

ვოკკე ჰოქსტრა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასაც შეხვდა. მისი თქმით, ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას როგორც ჰუმანიტარული, ასევე ფინანსური გზით.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, მადლობა პრემიერს სამუშაოს წარმატებული გაძღოლისთვის, იმედი მაქვს, ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, რომელიც ასახულია თვითშეფასების კითხვარში, სათანადოდ იქნება დაფასებული პარტნიორების მხრიდან