ნიდერლანდების მთავრობამ თურქ მინისტრს “უპასუხისმგებლო” უწოდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს განცხადება წუხელ გვიან გამოქვეყნდა. მან თურქეთის ოჯახის საქმეებისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ფატიმა ბეტიულ საიან კაიეს მოქმედებას “უაპასუხისმგებლო” უწოდა.
თურქეთის პრეზიდენტის მუქარამ “საპასუხო ზომების” შესახებ, მას შემდეგ, რაც თურქ მინისტრებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ, შექმნილი მდგომარეობიდან, ფაქტობრივად, “შეუძლებელი გახადა გონიერი გამოსავლის პოვნა” – ნათქვამია დოკუმენტში. ნიდერლანდებში აფრთხილებდნენ, რომ ფატიმა კაიეს ქვეყანაში ვიზიტი “არ იყო სასურველი”, მაგრამ “ამის მიუხედავად, მან ის გადაწყვიტა” – კონსტატირებენ კანცელარიაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რამდენიმე ასეულმა მომხრემ როტერდამში თურქეთის სალეჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. წუხელ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლები და საცხენოსნო პოლიცია გამოიყენეს. საპასუხოდ, მომიტინგეებმა მათ ქვები და ბოთლები ესროლეს.

საელჩოსთან თურქები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ ორ თურქ მინისტრს მევლუტ ჩავუშოღლუსა და ფატიმა ბეტიულ საიამ კაის ქალაქში მცხოვრებ თურქებთან შეხვედრაზე უფლება არ დართეს.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თურქ პოლიტიკოსებს ადგილობრივ ამომრჩევლებთან შეხვედრა აეკრძალოთ, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების წინ იქნა მიღებული.
თურქი მინისტრები ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ თანამოქაალქეებთან, ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სააგიტაციოდ აპირებდნენ შეხვედრას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რამდენიმე შეხვედრა გერმანიაშიც ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: გუშინდელი ვანდალიზმის ნაცებისთვის შეტენვის მცდელობა არის ისეთივე სიბრიყვე
შემდეგი სტატიააშშ-ში გაანთავისუფლეს პროკურორი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ ხმაურიან საქმეებს აწარმოებდა