აშშ-ში გაანთავისუფლეს პროკურორი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ ხმაურიან საქმეებს აწარმოებდა

ნიუ-იორკის სამხრეთ მხარის ფედერალური პროკურორი პრიტ ბხარარი, რომელმაც ადრე აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით გადადგომაზე უარი განაცხადა, სამსახურიდან განთავისუფლებულია – ბხარარმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე განათავსა. მან დაწერა, რომ ამ პოსტზე მუშაობა მისთვის “უდიდესი პატივი იყო”.

პროკურორის მიერ წარმოებული საქმეების სიაში რამდენიმე რეზონანსული კეისიც იყო, რომელიც რუსეთს უკავშირდებოდა, მათ შორის, ის რუსეთის მოქალაქის ვიქტორ ბუტას ბრალმდებელი იყო, რომელსაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, რუსი მფრინავის კონსტანტინ იაროშენკოს საქმეს აწარმოებდა, რომელსაც, 5 ტონა კოკაინის კონტრაბანდისთვის 20 წელი მიუსაჯეს. გარდა ამისა, პროკურორი ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ გამოძიებას, რომელიც რუსეთიდან 230 ათასი დოლარის გადარიცხვებს ეხებოდა – “დოიჩე ველე” წერს. ის რუსეთს შეყვანილი ყავდა “პირების სიაში, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას ზღუდავენ საზღვარგარეთ”. ყოფილ პროკურორს რუსეთის ფედერაციაში შესვლა აკრძალული აქვს.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდების მთავრობამ თურქ მინისტრს “უპასუხისმგებლო” უწოდა
შემდეგი სტატიაფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება