ნიდერლანდების მოქალაქე “ფეისბუქის” პოსტის გამო მე-19 საუკუნის კანონით დასაჯეს

ნიდერლანდების მოქალაქეს 30 დღით თავსიუფლების აღკვეთა მიესაჯა მეფის შეურაცხყოფის გამო – Reuters-ი წერს.
მიზეზი, 44 წლის მამაკაცის 2015 წლის აპრილში გაკეთებული პოსტი იყო საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე, სადაც მან მეფე ვილლემ-ალექსანდრეს მკვლელი, მოძალადე და ქურდი უწოდა. შეტყობინებამ ადგილობრივი ხელისუფლების ყურამდე მიაღწია, რომლებიც სოცქსელებს თვალყურს ადევნებენ.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჰოლანდიის ქვეშევრდომმა, მეფის ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. “მსგავსი მოქმედება მიუღებელია ჩვენს საზოგადოებაში” – ნათქვამია სასამარლოს გადაწყვეტილებაში.
ბრალდებული მამაკაცი მე-19 საუკუნის კანონით განსაჯეს, რომლის მიხედვითაც, მისი უდიდებულესობისათვის შეურაცხყოფის მიყენების მაქსიმალური განაჩენი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 ათასი ევროს ჯარიმის გადახდაა.
გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბევრი ჰოლანდიელი თვლის, რომ მეფის შეურაცხყოფის შესახებ კანონი წარსულის გადმონაშთია, ამიტომ, ის უნდა შეიცვალოს, მიუხედავად ამისა, კანონი რეგულარულად გამოიყენება.
2014 წლის დეკემბერში პოლიტიკური აქტივისტი ალ-ჯაბარი 500 ევროთი დაჯარიმდა იმის გამო, რომ საშობაო აღლუმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე გამოვიდა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე, ნიდერლანდური ტრადიციებით, შავი პიტია – სანტა-კლაუსის შავკანიანი დამხმარე, რომელშიც ალ-ჯაბერმა რასიზმი დაინახა.

banner
წინა სტატიაში,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები – ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობამ 16 სოფლის მოსახლეობას ქუჩაში გასვლა აუკრძალა