თურქეთის მთავრობამ 16 სოფლის მოსახლეობას ქუჩაში გასვლა აუკრძალა

თურქეთის მთავრობამ დიარბაკირის რაიონის 16 სოფლის მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობას ეთნიკური ქურთები შეადგენენ, ქუჩაში გასვლა აუკრძალა.
ზომები თურქეთში ქურთების მუშათა პარტიის მეომრების ძებნის ოპერაციის გამო მიიღეს, რომელიც ქალაქ სილვანის მიდამოებში მიმდინარეობს.
აღნიშნავენ, რომ მოსახლეობას ეკრძალება რაიონებში, რომელიც სილვანთან ახლოს მდებარეობს, შესვლა და გასვლა. მოქმედებს 24 საათიანი კომენდანტის საათი. “მოქალაქეები ვალდებული არიან სიცოცხლისა და ქონეის უსაფრთხოების მიზნით აკრძალვებს დაემორჩილონ” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ქურთებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, ავტონომიის მიღების მიზნით, 2015 წლის ზაფხულში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდების მოქალაქე “ფეისბუქის” პოსტის გამო მე-19 საუკუნის კანონით დასაჯეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: «Не надейтесь, я не уеду»