ნიდერლანდები უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კორექტირებას აპირებს

1 (1)ნიდერლამდების მთავრობა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების კორექტირებას აპირებს – ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტტემ განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო დოკუმენტმა იმათი აზრი უნდა გაითვალისწინოს, რომლებიც რეფერენდუმზე მოვიდნენ. მან აღნიშნა, რომ შეთანხმებას სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში მიაღწევს. “თუკი ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ჩვენ დოკუმენტის რატიფიცირებას ვერ მოვახდენთ” – განაცხადა რიუტტემ.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გამოქვეყნდა. ქვეყნის მოსახლეობის 61%-მა უარი თქვა უკრაინის და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება განაგრძობდა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას
შემდეგი სტატიაკოლუმბიაში დააკავეს წყალქვეშა ნავი, რომელზეც 6 ტონა კოკაინი იყო