კოლუმბიაში დააკავეს წყალქვეშა ნავი, რომელზეც 6 ტონა კოკაინი იყო

კოლუმბიაში დააკავეს წყალქვეშა ნავი, რომელზეც 6 ტონა კოკაინი იყო

კოლუმბიის ტერიტორიულ წყლებში წყალქვეშა ნავი დააკავეს, რომლის ბორტზეც 6 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. სპეცოპერაცია კოლუმბიის და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს – კოლუმბიური მედია წერს.
ნავი ეკვადორიდან 250 საზღვაო მილის მოშორებით დააკავეს. სუბმარინზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა: სამი კოლუმბიელი და ერთი მექსიკელი. ისინი დაიჭირეს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს საბაჟო კონტროლის თანამშრომლებმა წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს, რომელიც იძირებოდა. მასზე 5,5 ტონა კოკაინი იყო.
2015 წლის ივლისში აშშ-ს სამსახურებმა სალვადორის სანაპიროზე გემი დააკავეს, რომელზეც 7,65 ტონა კოკაინი იყო.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდები უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კორექტირებას აპირებს
შემდეგი სტატია“ეს შორიდან ჩანს როგორც პოლიტიკური თამაში,”- ხუხაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე საუბრობს