NCDC ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

NCDC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლისა და სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის მაქსიმალურად ზრდაა.

უწყების თქმით, ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები.

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო ონ-ლაინ შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთათვის და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა მათ შეკითხვას. დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო
შემდეგი სტატიაიმნაძე – ვაქცინის ჩანაცვლება შესაძლებელია, ოღონდ როცა საუბარია ანაფილაქსიურ რეაქციებზე