„ნაზღაიძის ოჯახს ძალიან ბინძური საჩუქარი გაუკეთეს“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ერთი მილიონი ლარის დადგენილების გაბათილებას ითხოვს თბილისის საკრებულოს 15 დეპუტატი.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით თბილისის მერიამ საკრებულო შეცდომაში შეიყვანა:

„თბილისის მერიამ დაახლოებით თვენახევრის წინ ძალიან უტიფრად განახორციელა თაღლითური და კორუფციული სქემა, თბილისის საკრებულო შეიყვანეს შეცდომაში, პირველ რიგში შეცდომაში შეიყვანა ქართული ოცნების დეპუტაციამ, რომელსაც მხარი დააჭერინა გაყალბებულ დადგენილებაზე, რიოს შედეგადაც თბილისის ქონება გადაეცა ადამიანს, რომელსაც ერთი ლარიც არ ეკუთვნოდა, ეს მოხდა შეგნებულად და იმისთვის, რომ ამ ადამიანის ოჯახის წევრმა მიიღო, სინდისის, სამართლიაონობისა და პროფესიონალიზმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რუსთავი 2-თან დაკავშრებული გადაწყვეტილება. მის ოჯახს გაუკეთეს ძალიან ბინძური საჩუქარი და ბინძური ფეშქაში თბილისელების ხარჯზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა – რიკარდ იოზვიაკი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე: კითხვის ნიშნები არსებობს – რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამის გაჩერება