მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა – რიკარდ იოზვიაკი

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.

„მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის 12 ივნისიდან“, – წერს იოზვიაკი.

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარი პლენარულ სესიაზე, 2 თებერვალს დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიმარშანია: ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატმა სიცრუის დეტექტორი უნდა გაიაროს
შემდეგი სტატია„ნაზღაიძის ოჯახს ძალიან ბინძური საჩუქარი გაუკეთეს“ – ალეკო ელისაშვილი