ნავთობ Brent-ის ფასი 2014 წლიდან პირველად გახდა 80,50 დოლარი

ნავთობ Brent-ის ფასი 2014 წლიდან პირველად გახდა 80,50 დოლარი და მიმდინარე წლის მაქსიმუმი შეადგინა. კონტინენტთაშორისო ბირჟაზე ICE ნოემბრის ფიუჩერსებმა ბარელზე 80 დოლარს გადააჭარბა და 80,91 დოლარი გახდა. ამავე დროს ამერიკული მარკა WTI-ის ფასმა 72,35 დოლარი შეადგინა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რამდენიმე მსხვილი ნავთობტრეიდერი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 100 დოლარამდე აიწევს.
ექსპერტების თქმით, მაღალი ფასი, გარკვეულწილად დონალდ ტრამპის პოლიტიკამ განაპირობა, კერძოდ, კი, ირანთან დადებული ატომური შეთანხმებიდან გამოსვლამ და ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენამ – წერს
“დოიჩე ველე”

banner
წინა სტატიაშისენცოვი პარიზის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს 
შემდეგი სტატიარუსეთი სირიას Ил-20-თან მომხდარი ინციდენტის გამო კომპლექს С-300-სს გადასცემს