რუსეთი სირიას Ил-20-თან მომხდარი ინციდენტის გამო კომპლექს С-300-სს გადასცემს

რუსეთი სირიაში კომპლექს С-300-სს გააგზავნის -ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მოსკოვმა გადაწყვეტილება თვითმფრინავ Ил-20-თან მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო, რომლის დროსაც 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

“ნაბიჯები, რომელიც ყველაფერს შეცვლის” Ил-20-თან მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ ვლადიმირ პუტინმა დააანონსა,რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-300-მა სირიაში ისრაელის ავიაციის მოქმედებები უნდა შეზღუდოს. შოიგუს თქმით, სირიის ხელისუფლებას С-300 ორ კვირაში გადაეცემა.

რუსული მზვერავი თვითმფრინავი Ил-20, რომლის ბორტზეც 15 სამხედრო პირი იმყოფებოდა, 17 სექტემბერს დაახლოებით 23.00 საათზე (მოსკოვის დროით) ჩამოვარდა. ამ დროს ის ავიაბაზა ხმეიმის თავზე, ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში, დაახლოებით ნაპირიდან 35 კმ-ში იმყოფებოდა. ამავე დროს, ნაპირზე ისრაელის ოთხი გამანადგურებელი F-16 დაფრინავდა, რომლებმაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ლატაკიაში სამიზნეები დაბომბეს.

რუსი სამხედროები დარწმუნებული არიან, რომ ისრაელის თვითმფრინავები წინასწარგანზრახულად ამოეფარნენ რუსულ თვითმფრინავს სირიული რადარებისგან დამალვის მიზნით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელს “მტრულ მოქმედებებში” დასდო ბრალი.
“ისრაელის აღნიშნული პროვოკაციული მოქმედებები ფასდება, როგორც მტრული. ისრაელის სამხედროების უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს აბსოლუტურად არ პასუხობს რუსულ-ისრაელის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ადეკვატური მოქმედებების უფლებას ვიტოვებთ” – ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი.
ისრაელმა მომხდარი რუსული ვერსია არ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშინავთობ Brent-ის ფასი 2014 წლიდან პირველად გახდა 80,50 დოლარი
შემდეგი სტატიანუკრი ესართიამ თანამდებობა დატოვა