სენცოვი პარიზის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს 

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის კოლონიაში უკვე 135-ე დღეა შიმშილობს, პარიზის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს –  ამის შესახებ ქალაქის მერმა ანა იდალგომ საკუთარ “ტვიტერზე” გაავრცელა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბჭოს დეპუტატებმა – “პარიზი ყოველთვის დადგება ინდივიდუალური თავისუფლებების, გამოხატვის თავისუფლებებისა და დემოკრატიის დამცველთა მხარეზე” -განაცხადა ქალაქის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, საუბარია “სიმბოლურ აქტზე” და “იმედის აქტზე”.

ოლედ სენცოვს რუსეთის სასამართლომ 2015 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობის მცდელობის გამო. 2018 წლის 14 მაისს სენცოვმა შიმშილობა გამოაცხადა. მის მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში აქციები იმართება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შექმნის წლისთავთან დაკავშირებით ამნისტია გამოცხადდა
შემდეგი სტატიანავთობ Brent-ის ფასი 2014 წლიდან პირველად გახდა 80,50 დოლარი