ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღოს სამგზავრო თვითმფრინავის MH17-ის დონბასში ჩამოგდებაზე. თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის უკრაინაში მიმდინარე აგრესიის პირდაპირი შედეგი იყო – სტოლტენბერგმა 28 მაისს ვარშავაში განაცხადა.
მან რუსეთს ნატოს ქვეყნების უსაფრთხოების ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა. რუსეთი ჩართულია სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში, პასუხისმგებელია კიბერშეტევებზე, და მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალები გამოიყენოს – თქვა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატო რუსეთის გამოწვევებს უპასუხებს.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, რუსეთის 53-ე ბრიგადამ “ბუკით” ჩამოაგდო.
“ბოინგი 777” მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის უკრაინის თავზე მიფრინავდა. შემთხვევა 2014 წლის 17 ივნისს 16:20 საათზე მოხდა. თვითმფრინავი რეისით MH17 Malaysia Airlines ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. მის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. მგზავრთა შორის უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიმალელმა “ადამიანმა-ობობამ” პარიზში ბავშვი გადაარჩინა და საფრანგეთში გმირი გახდა (video)
შემდეგი სტატიაევროკავშირმა მარუდოს ხელახალი არჩევის გამო ვენესუელას სანქციები დაუწესა