მალელმა “ადამიანმა-ობობამ” პარიზში ბავშვი გადაარჩინა და საფრანგეთში გმირი გახდა (video)

მალელი იმიგრანტი ნამდვილი გმირი გახდა მას შემდეგ, რაც პარიზის მრავალსართულიან სახლში დაზღვევის გარეშე ფასადზე აძვრა, რომ აივნის კიდეზე ჩამოკიდებული ბავშვი გადაერჩინა. ვიდეო-ჩანაწერი ელვისებურად გაავრცელეს სოციალურმა ქსელებმა და მედია-საშუალებებმა.

მამუდ გასსამს ერთ წუთზე ნაკლები დასჭირდა იმისათვის, რომ შენობის მეოთხე სართულზე ამძვრალიყო, ერთი აივნიდან მეორეზე ამხტარიყო და მამაკაცისთვის, რომელსაც მეზობელი აივნიდან ეჭირა ოთხი წლის ბავშვს ხელი, ბავშვი გამოერთმია.

მალელ მიგრანტს მამუდუ გასამას, რომელსაც ბავშვის გადარჩენისთვის გმირის წოდება მიანიჭეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრაგენთის მოქალაქეობა მიანიჭა.
მალელ გადამრჩენელს “მე-18 რაიონის ადამიანი-ობობა” უწოდეს საფრანგეთში – “ბიბისი” წერს.

 

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი კონსერვატიული ქვეყანაა, მაგრამ გეი-მერი სწრაფად ხდება პოპულარული
შემდეგი სტატიანატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა