ნატო სირიის განცხადებაზე აშშ-ს მიერ ქიმიური იარაღის საწყობის აფეთების თაობაზე, კომენტარს არ აკეთებს

ნატომ უარი თქვა სირიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებაზე, რომელიც ქალაქ დეირ-ზე-ზორში ტერორისტების ქიმიური საწყობის განადგურების შედეგად მშვიდობიანი მოსახელობის დაღუპვას ეხება.
“ნატო სირიაში არ არის. აშშ-ს საჰაერო ოპერაციების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, აშშ-ს მთავრობას მიმართოთ” – აცხადებენ ნატოში.

სირიის გენშტაბის განცახდებით, აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ქიმიური იარაღის საწყობზე თავდასხმის შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. სირიელი სამხედრობის თქმით, ეს ამტკიცებს იმას, რომ ქიმიური იარაღი ჰქონდა არა მთავრობას, არამედ ტერორისტებს.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ამოუცნობმა თვითმფრინავებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღი ჩამოაგდეს, რომლის შედეგადაც 90-მდე ადამიანი გარდაიცვალა და ასობით დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიCNN ავრცელებს, რომ აშშ-მ სირიელი სამხედროების მიერ ქიმიური შეტევისათვის მომომზადების დიალოგები დაიჭირა
შემდეგი სტატია(video) “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა