CNN ავრცელებს, რომ აშშ-მ სირიელი სამხედროების მიერ ქიმიური შეტევისათვის მომომზადების დიალოგები დაიჭირა

აშშ-ს სამხედროებმა და დაზვერვამ სირიელი სამხედრო მოსამსახურეების და ქიმიური ექსპერტების დიალოგები დაიჭირეს, სადაც ისინი ქიმიური შეტევისათვის მომზადების პროცესში გაზი ზარინის გამოყენების შედეგებს განიხილავენ – ამის შესახებ CNN-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია ის, რომ მონაცემები გაიშიფრა ქიმიური შეტევიდან რამდენიმე საათში, როგორც CNN-ის წყარო ამბობს, ვაშინგტონმა არ იცოდა თავდასხმის შესახებ.

ამერიკელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მათ ეჭვი არა აქვთ იმაში, რომ ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობა ბაშარ ასადს ეკისრება. მათივე თქმით, მათ არა აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ ქიმიურ შეტევასთან რუსეთს რაიმე სახის კავშირი ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშისირია ქიმიური იარაღის საწყობზე შეტევის შემდეგ კოალიციას ასობით ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიანატო სირიის განცხადებაზე აშშ-ს მიერ ქიმიური იარაღის საწყობის აფეთების თაობაზე, კომენტარს არ აკეთებს