ნატო-ში რვა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რვა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ „სქაი ნიუსის“ რედაქტორი დებორა ჰეინსი სოციალურ ქსელში იუწყება.

მისი თქმით, ნატო-მ გადაწყვიტა, გაანახევროს ალიანსში რუსული მისიის ოდენობა, „რუსული მავნე ქმედებების საპასუხოდ, მათ შორის მკვლელობებისა და ჯაშუშობისთვის.“

საუბარია დიპლომატებზე, რომლებიც დაზვერვის თანამშრომლებად მიიჩნევიან. ასევე, შემცირდება კიდევ ორი თანამდებობა. შედეგად, 20 ადამიანისგან შემდგარი კორპუსიდან, მხოლოდ 10 პირი დარჩება. აკრედიტაცია შეჩერებულმა პირები რუსეთში ოქტომბრის ბოლომდე უნდა დაბრუნდნენ.

წინა სტატიაშიკალიურანდი – სააკაშვილი პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე
შემდეგი სტატიათიანეთში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს