კალიურანდი – სააკაშვილი პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე

მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა.

„რაც შეეხება სააკაშვილს, მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე – სავარაუდოდ, კი.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი პარტიისთვის, ეს კითხვა ალბათ უფრო ამ დისკუსიის მონაწილე კორნელი კაკაჩიასა და ნინო დოლიძის მისამართითაა, რომლებიც სიტუაციას უკეთ იცნობენ. ის, რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე. ახლა დიდი კითხვაა „ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“ – რა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი? იქნება ის სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე. ჩემთვის ასევე საინტერესო იქნება, რა მოხდება ამ მიმართულებით“, – განაცხადა მევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს გატაცებული საქართველოს მოქალაქეები გადასცეს
შემდეგი სტატიანატო-ში რვა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს