ნადეჟდა სავჩენკომ უკრაინას უჩივლა

უკრაინის სახალხო დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც ციხეშია, უკრაინის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში სარჩელს ამზადებს. მას ამ საკითხებზე კონსულტაციას უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე რენეტა კუზმინა გაუწევს – ამის შესახებ ნათქვამია კუზმინას ღია წერილში, რომელიც ნადეჟდა სავჩენკოს “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა 29 ოქტომბერს – “დოიჩე ველე” წერს.

ნადეჟდა სავჩენკო და მისი ადვოკატები ჯერჯერობით ისევ აგრძელებენ “სავჩენკო-რუბანის საქმის” გაცნობას, რომლის გამოძიება 1 აგვისტოს დასრულდა. სავჩენკო 2018 წლის 23 მარტიდან ტერორიზმის ბრალდებით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიტრამპის თაყვანისმცემელი და მიგრანტების მოწინააღმდეგე – ბრაზილიის პრეზიდენტად ჟაირ ბოლსონარუ აირჩიეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთი საუდელი ჟურნალისტის გატაცების შეჩერებას ცდილობდა