ბრიტანეთი საუდელი ჟურნალისტის გატაცების შეჩერებას ცდილობდა

დიდ ბრიტანეთში ჟურნალისტის გაქრობამდე სამი კვირით ადრე იცოდნენ, რომ საუდის არაბეთის მთავრობაში ჯამალ ხაშოგის გატაცება იგეგმებოდა – Daily Express-ი ბრიტანეთის დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ცენტრმა საუდის დაზვერვის სამსახურების დიალოგი დაიჭირა სექტემბრის პირველ ნახევარში. თავდაპირველად ბოლომდე გაურკვეველი იყო, დაზუსტებით რა იგეგმებოდა, თუმცა, მოგვიანებით ახალი დეტალები გამოჩნდა. მათ შორის, საუბარი იყო ხაშოგის გატაცებაზე და მის საუდის არაბეთში დაკითხვაზე გადაყვანაზე, გარდა ამისა, შესაძლებელი რჩებოდა ალტერნატიული მეთოდებიც – გამოცემის წყარომ თქვა, რომლის ინფორმაციითაც, ამის შესახებ ბრძანება სამეფო გარემოცვიდან იყო გაცემული, თუმცა, აუცილებელი არ არის ეს მუჰამედ ბინ სალმანი, მემკვიდრე პრინცი ყოფილიყო.
ბრიტანულმა მხარემ საკუთარი არხებით საუდელ კოლეგებს მოუწოდა არ განეხორციელებინათ დაგეგმილი ოპერაცია.
Daily Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაშოგის ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთს ბირთვული იარაღი აქვს – ჟურნალისტის მეგობარი ამბობს.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს თურქეთში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ერ-რიადმა მკვლელობა 22 ოქტომბერს დაადასტურა, 26 ოქტომბერს კი აღიარა, რომ ეს შემთხვევით მოხდა.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკომ უკრაინას უჩივლა
შემდეგი სტატიასაქართველოში 2.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა