ევროპა მარუდოზე ზეწოლას აძლიერებს

გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და ესპანეთმა ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მარუდოზე ზეწოლა გააძლიერეს. ოთხმა ქვეყანამ შაბათს, 26 იანვარს განაცხადა, რომ ისინი პარლამენტის სპიკერს ხუან გუაიდოს ქვეყნის დროებით ხელმძღვანელად აღიარებენ, თუკი 8 დღის მანძილზე ახალი არჩევნები არ დაინიშნება. “ვენესუელის ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად და უსაფრთხოდ განსაზღვრის უფლება უნდა ჰქონდეს. თუკი რვა დღის მანძილზე ახალი არჩევნების შესახებ არ გამოცხადდება, ჩვენ მზად ვართ ხუან გუაიდო ვაღიაროთ პრეზიდენტად, რომელიც ასეთ პოლიტიკურ პროცესს ჩაუშვებს” – “ტვიტერში” გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ ფიეტზმა დაწერა.

ვენესუელის ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე მარუდოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ 23 იანვარს თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიReuters-ის ინფორმაციით ვენესუელაში რუსი მებრძოლები მარუდოს დასაცავად ჩავიდნენ
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს