პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მიზეზი ამჯერადაც იგივე იყო, რაც სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების შემთხვევაში. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერს სიტყვა ჩამოართვა, რასაც გიორგი ბოტკოველის პროტესტი მოჰყვა.

გიორგი ბოტკოველს დაატოვებინეთ დარბაზი! , – უთხრა პაპუაშვილმა მანდატურებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში რუსულ კანონს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშითუ გსურთ გამჭვირვალობა, დაიწყეთ ივანიშვილით, კალაძით და ღარიბაშვილით – ბოკუჩავა “ოცნებას”
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძეს არ უშვებენ საქალაქო სასამართლოში ბუკა პეტრიაშვილის პროცესზე საქართველოს სახელმწიფო დროშით