თუ გსურთ გამჭვირვალობა, დაიწყეთ ივანიშვილით, კალაძით და ღარიბაშვილით – ბოკუჩავა “ოცნებას”

თუ გსურთ გამჭვირვალობა, დაიწყეთ ივანიშვილით, კალაძით და ღარიბაშვილით, – ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ მმართველ პარტიას. ოპოზიციის წევრს ამ განცახდების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ტრადიციულად მიკროფონი გაუთიშა და სიტყვა ჩამოართვა.

თუ გსურთ გამჭვირვალობა, დაიწყეთ სწორედ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული აიპების გამჭვირვალობით, დაიწყეთ ბიძინა ივანიშვილის შავი ფულის გამჭვირვალობის მოთხოვნით, დაიწყეთ კახა კალაძის შავი ფულის გამჭვირვალობით მოთხოვნით, რომელმაც მარტო ერთ ტენდერში 60 მლნ მოპარა თბილისელებს. თუ შავი ფულის გამჭვირვალობა გინდათ, დაიწყეთ უჩა მამაცაშვილის შავი ფულის გამჭვირვალობის მოთხოვნით, დაიწყეთ ირაკლი ღარიბაშვილის შავი ფულის გამჭვირვალობის მოთხოვნით, – თქვა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველი სხდომათა დარბაზიდან გააძევა