ნაციონალისტ რუსს და შოვინისტს ეხება საქმე – მეუფე იაკობმა რუსეთის პატრიარქის მარჯვენა ხელი ჟირინოვსკის შეადარა

საქართველოს საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავარი, რუსეთის საპატრიარქოს ყველაზე გავლენიან მღვდელმთავართან ღია კონფრონტაციაში შევიდა. მეუფე იაკობმა მიტროპოლიტი ილარიონი კომიკურ რუს პოლიტიკოსს ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა და რუსული სპეცსამსახრების აგენტი უწოდა. პატრიარქის ქორეპისკოპოსის ეს განცხადებები შესაძლოა დიდი დაპირისპირების საფუძველი გახდეს, რადგან მეუფე იაკობმა იერიში არა რიგით რუს სასულიერო პირზე არამედ, პატრიარქ კირილის მარჯვენა ხელზე მიიტანა.

მეუფე იაკობი ილარიონ ალფაევის განცხადებამ გააღიზიანა, რომელმაც თქვა რომ თუ კი საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.

„ჩვენმა მასმედიამ, როცა დაწერა ის სიტყვები, მე მეგონა ან ჟირინოვსკიმ თქვა, ან ჟირინოვსკის პარტიამ თქვა მაგისამ რა, სამარცხვინოა, თან საგარეო ის რომ აბარია. მაგენი ვერ შეეშვნენ იმას რა, როგორც იყვნენ ძველად ქოპერპროკურორების იმის ქვეშ, მერე КГБ-ს ქვეშ იყვნენ, ახლა ФСБ-ს და ГРУ-ს და იმს ქვეშ არიან. თბილისში თუ ჩამობრძანდა მაგას ქართულად ცოტა მძიმედ დაველაპარაკები რა, ვიღაცა ალფაევი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს. მაგი კარგად იცოდეთ. შოვინიზმი და ყველაფერი იყო მაგასთან. არავითარი ქრისტიანული მაგასთან არ იყო როცა ლაპარაკობდა მაგას. ამიტომ მე შეურაცხყოფილი არ დავრჩები იმიტომ რომ უტვინო განცხადება გააკეთა როგორც ყოველთვის,“-განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მიტროპოლიტი ილარიონის წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ სანამ ის რუსეთში გაემგზავრებოდა აფხაზეთში პატრიარქის სტიქაროსანი იყო. მეუფე იაკობმა ილარიონის განცხადებას “მოღალატეობრივი” უწოდა.

„სანამ პატრიარქის სტიქაროსანი გახდებოდა აფხაზეთში, ქართული ასწავლა, მეუფე ანანიასთან გუშინ ვსაუბრობდი მაგ თემაზე რა, მორჩილი იყოო რა, ისეთი იყოო, მერე მე ვასწავლეო ქართულიო. მნიშვნელობა არ აქვს სტიქაროსანი, მღვდელი შეიძლება მოღალატე გახდეს. როდესაც ნაციონალისტ რუსებთან, ნაციონალისტს და შოვინისტს ეხება საქმე, იქ ღვთის მადლი აღარ მოქმედებს რა. იქ მოქმედებს სხვადასხვა იმითი რა. ეშმაკისგან მოქმედებენ თუ ვისგან მოქმედებენ, ღმერთისგან არ არიან,“-განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაში“სიტყვა ამბოხებული არ მიმაჩნია, რომ კორექტულია… თხოვნა იქნება შეცვალოთ ეს კონტექსტი” – ეკა ბესელია
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობის” ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე კიბერ შეტევა განხორციელდა