,,ნაციონალური მოძრაობის” ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე კიბერ შეტევა განხორციელდა

,,დღეს კიბერ შეტევა განხორციელდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო საშუალებაზე ჰაკერული თავდასხმა აქვს ადგილი-ამის შესახებ “თაიმერს” ,,ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს

ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით, მსგავსი ქმედებები სისტემატურ სახეს საარჩევნო პერიოდში იღებს

,,მსგავსი ქმედებები განსაკურებით ინტენსიური ხდება საარჩევნო პერიოდში.
ვებ-გვერდის მეშვეობით მთავარი ოპოზიციური პარტია აქტიურად აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ქვეყნაში არსებულ მძიმე მდგომარეობის, აგრეთვე კვალიფიციურ შეთავაზებებს აუცილებელი ცვლილებების და რეფორმების დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გავქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოქმედება განხორციელდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ.
გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა ვერ შეაჩერებს ქართული ოცნების პოლიტიკურ დასასრულს და კიდევ ერთხელ ააშკარავებს ხელისუფლების ჭეშმარიტ სახეს.”-აცხადებენ პარტიაში

banner
წინა სტატიაშინაციონალისტ რუსს და შოვინისტს ეხება საქმე – მეუფე იაკობმა რუსეთის პატრიარქის მარჯვენა ხელი ჟირინოვსკის შეადარა
შემდეგი სტატია“„ქართულ ოცნებას“ საკონტიტუციო უმრავლესობის დაშლა არ ადარდებს, ამას არსებითი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება”