მთიან ყარაბაღში ცხედრების მოსაძებნად ცეცხლს შეწყვეტენ

მთიან ყარაბაღში ცხედრების მოსაძებნად ცეცხლს შეწყვეტენ

მთიან ყარაბაღში ცხედრების მოსაძებნად ცეცხლს შეწყვეტენმთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეთანხმება შედგა, რომ დაღუპული სამხედროების ცხედრების ძიების პერიოდში ცეცხლი შეწყდება – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
“ბაქოს ეუთოს და საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის შუამდგომლობით, ადგილობრივი დროით 15.00-20.00 საათებში ბრძოლის ველზე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების ძებნაა დაგეგმილი” – ნათქვამია განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია 2 აპრილს მოხდა. სამდღიანი ომის შემდეგ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა, რომლის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთი ბევრჯერ დაადანაშაულეს შეთანხმების დარღვევაში.

banner
წინა სტატიაშიალეპოში ქიმიური შეტევისას ქლორი იყო გამოყენებული
შემდეგი სტატია(video) ელისო კილაძე სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით დეპუტატ ზვიად ძიძგურსაც ახსენებს