(video) ელისო კილაძე სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით დეპუტატ ზვიად ძიძგურსაც ახსენებს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაეს ადამიანები ნამდვილად იყვნენ ჩართული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირების, ჟურნალისტების და სხვა ადამიანების ფარული ფირების მოპოვებაში – ამის შესახებ ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ტვ ,,პირველის“ ეთერში ინგა გრიგოლიასთან განაცხადა.

ელისო კილაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან 2013 წელს ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა იყვნენ დაკავებული გელა ხვედელიძის კაბინეტში, ხოლო მოგვიანებით ისინი თავისუფლებაზე აღმოჩნდნენ.

,,ფირების სწორედ წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართულმა ოცნებამაც, რადგან 2013 წლის ზამთარში შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის გელა ხვედელიძის კაბინეტში მოხდა ვაჟა ლელუაშვილის და ლევან ქარდავას დაკავება სწორედ იმიტომ, რომ მათ ბრალად ედებოდა აღნიშნული დანაშაული. ამის შემდეგ ეს პირები გაათავისუფლეს და ლილუაშვილი ბევრი წელი თავისუფალი იყო. გამოძიებას ერთი ნაბიჯი დარჩა ამ ადამიანების მფარველობამდე და ეს ადამიანია ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვლი და ზვიად ჯანყარაშვილი“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

მისი თქმით, ლილუაშვილმა პრემიერობისკენ მიმავალ გზაზე ღარიბაშვილს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. მისი მეუღლე მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში საკმაოდ მაღალ თაბამდებობაზე და ღარიბაშვილის მიღებაზე ის იყო სასურველი სტუმარი.

lili

ვაჟა ლილუაშვილთან კავშირსა და მის მფარველობაში ადანაშაულებს უმრავლესობის დეპუტატს ზვიად ძიძიგურს ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე.,,უნდა გავიხსენოთ ზვიად ძიძიგურიც, რომლის ფრთებქვეშაც იყვნენ შეფარებული ვაჟა ლილუაშვილის კვოტით შესული პარლამენტარები და ის ადამიანები, რომლებიც მათ ბიზნესსაქმინობებთან იყვნენ დაკავშირებული. ზვიად ძიძგური მფარველობდა თემურ ფეიქრიშვილს და ლელუაშვილს და არსებობს ინფორმაცია, რომ ძიძიგურს სახლსაც კი უშენებენ ეს ადამიანები“ – განაცხადა ელისო კილაძემ ტვ ,,პირველის“ ეთერში.

კილაძის თქმით, ლელუაშვილი არის საინტერესო მოწმე გამოძიებისთვის თუკი ის ილაპარაკებს. ,,ჩვენ უნდა გავიგოთ ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკოსების და ჟურნალსიტების ფირები გაავრცელეს. ლელუაშვილს ყავდა უფროსი ლევან ქარდავა, რომლის აპსუხისმგებლობის საკითხი არ დგას. სად მიდიოდა კვალი და ვინ იყო დამკვეთი, ეს არის გამიძიების მნიშნლეოვანი მიმართულება“ – ამბობს კილაძე,

 

https://youtu.be/ZCFSjiheVpM

banner
წინა სტატიაშიმთიან ყარაბაღში ცხედრების მოსაძებნად ცეცხლს შეწყვეტენ
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძის განცხადებით რესპუბლიკელი მინისტრები დაკავებულ თანამდებობებს აგვისტოში დატოვებენ