მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 223 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 223 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 200 მილიონს უახლოვდება.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 41.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.1 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის დაავადების გავრცელების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა.

banner
წინა სტატიაშიუშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა