უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, ალპინისტი მამა-შვილი არიან.

“უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები”, – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 223 მილიონს გადააჭარბა