მშიშარა რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში უნამუსოდ დამალულები ურტყამენ ქალაქებს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტი აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი წერს, რომ რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრძელებენ ბრძოლას და უნამუსოდ დამალულები ურტყამენ ქალაქებს.

„ნიკოპოლის რაიონი. 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მშიშარა რუსებს სხვა არაფერი შეუძლიათ, ამიტომ ისინი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში უნამუსოდ დამალულები ურტყამენ ქალაქებს“, – წერს ერმაკი.

მისი თქმით, ცნობილია იმ რუსების ვინაობა, ვინც ბრძანებებს ასრულებს, შესაბამისად ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩება სასჯელს.

დღეს რუსების მიერ ნიკოპოლის რაიონის დაბომბვას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სასამართლომ ე.წ დონეცკის რესპუბლიკის სამ მებრძოლს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაუკრაინის კომუნიკაციების სამსახური – ივლისში რუსი ჰაკერების 203 კიბერშეტევა დაფიქსირდა