უკრაინის სასამართლომ ე.წ დონეცკის რესპუბლიკის სამ მებრძოლს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ე.წ დონეცკის რესპუბლიკის სამ მებრძოლს – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო მათ საომარი მდგომარეობის პირობებში ჩადენილ ღალატს ედავებოდა. უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე ბრალდებულს ქონება ჩამოერთმევა.

“მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ სამხედრო გამოცდილება, ნებაყოფლობით შეუერთდნენ ბოევიკების რიგებს, სადაც მიიღეს სამხედრო ფორმა, იარაღი და საბრძოლო მასალა” – წერია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამივე მსჯავრდებული უკრაინელმა სამხედროებმა მარტის ბოლოს, სუმის რეგიონში მიმდინარე ბრძოლების დროს დაატყვევეს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიამშიშარა რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში უნამუსოდ დამალულები ურტყამენ ქალაქებს – ერმაკი