მოსკოვში უკრაინის საელჩოს შენობას კვერცხები დაუშინეს

რუსეთის დედაქალაში უკრაინის საელჩოს შენობას 200-მდე დემონსტრანტმა კვერცხები და სხვადასხვა საგნები დაუშინა. შემთხვევის შემდეგ ინციდენტში მონაწილეები მიიმალნენ.

შემთხვევის დროს ადგილზე მხოლოდ უკრაინის საელჩოს დაცვის სამსახურის წევრები იმყოფებოდნენ, ისინი მომხდარში არ ჩარეულან, ამის გამო სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

უცნობია თავდასხმის მიზეზები. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე ანალოგიური აქცია ოდესაში, მოსკოვის საკონსულოსთანაც გაიმართა, სადაც რუსეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთის მკვიდრი მამა-შვილი დღეს დილით გაიტაცეს
შემდეგი სტატია„კიტოვანს თვალებში ჩავხედავ და ვეტყვი: არამზადა!“