რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთის მკვიდრი მამა-შვილი დღეს დილით გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან  მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. მამა-შვილი, როინ და გიორგი ზაუტაშვილები სოფლის საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის ინფორმაციით, მამა-შვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური ზურაბ ჯაფარიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს
შემდეგი სტატიამოსკოვში უკრაინის საელჩოს შენობას კვერცხები დაუშინეს