მოსკოვში კარელიაში დაღუპული ბავშვების გამო გლოვის დღე გამოცხადდა

დღეს მოსკოვში, კარელიის ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 15 მოზარდი დაიღუპა, გლოვის დღე გამოცხადდა. გლოვაა გამოცხადებული ასევე კარელიაშიც. შეგახსენებთ, რომ შაბათს ბავშვთა ბანაკის აღსაზრდელები, სულ 47 მოზარდი და 4 ინსტრუქტორი, კარელიის ტბაზე ნავებით გასასეირნებლად წავიდნენ. რამდენინე ხანში ისინი შტორმში მოყვნენ, ტბის ტალღამ ერთი ნავი ჩანჩქერისკენ გადაისროლა. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია 11 ბავშვი და 3 ინსტრუქტორი. სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი მოზარდია და ინსტრუქტორები გადარჩნენ. ერთი მოზარდი დაკარგულად ითვლება. მისი ძებნა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი “ბიზნესკურიერის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი: ,,ოთარ ფარცხალაძე და დარბაისელი არ მიეცემიან პასუხისგებაში ცუდი შედეგები მოყვება ამას “