ზაზა ხატიაშვილი: ,,ოთარ ფარცხალაძე და დარბაისელი არ მიეცემიან პასუხისგებაში ცუდი შედეგები მოყვება ამას “

ZAZA XATIASHVILIყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და სასჯლაღსრულების დეპტარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელის პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი. ხატიაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ მე-18-ე მუხლის დარღვევა სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმაა:

“ოთარ ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხს თუ არ დააყენებს დღევანდელი ხელისუფლება, ის ჩავარდება ჭაობში. იმიტომ რომ მე-18-ე მუხლი როგორც გინდა თავი მოგვაჩვენონ, ეს არის საკმაოდ სერიოზული დარტყმა ქართულ სახელმწიფოზე და დღევანდელ ხელისუფლებაზე. თუ ოთარ ფარცხალაძე და დარბაისელი არ მიეცემიან პასუხისგებაში და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი შედეგები მოყვება ამას. თუ ტვინი აქვთ ხელისუფლებას სასწფაროდ უნდა დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა და არა გამოძიება, ფარცხალაძესთან მიმართებაში და დარბაისელთან მიმართებაში.” აცხადებს ხატიაშვილი და მოქმედი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ველდებულებებსა და პასუხისმგებლობებეზეც ამახვილებს ყურადღებას:

“შოთაძე ვალდებული იყო დავალება მიეცა პროკურორისათვის და დაეწყო გამოძიება.თუ ვალდებულბით ნორმას ვინმე არღვევს, ამას მოსდევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ან თანამდებობრივი პასუხისმგებლობის მინიმუმ გადამეტება. ვინც ვალდებული იყო რომ გამოძიება ეწარმოებინა ამ საქმეზე და არ აწარმოა,ის სავარაუდოდ დაისჯება.” განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარის დროს.

ეს განცხადება ხატიაშვილმა ადვოკატთა კონფერენციაზე გააკეთა, სადაც განხილვის მთავარი თემა მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო. ამ თემაზე ღონისძიებაზე დამსწრე ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა და ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელმა ისაუბრეს.

“ჩვენ ველოდებით, რომ ცალკეულ პიროვნებებს ექნებათ შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლება. საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს“ – განაცხადა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.

ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელის შტეფეა შთორქის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იღებს, დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი და ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეც მოიქცევა.

“მე კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა იურისტებმა იციან რა უნდა გააკეთონ სასამართლოს გადაწყვეტილების ინპლემენტაციისთვის“ – აღნიშნა შტეფეა შთორქიმ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში კარელიაში დაღუპული ბავშვების გამო გლოვის დღე გამოცხადდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ,,ჩემი როლი მინდა შეგახსენოთ. ჩემი თამაშის წესებს ღირსეულად აგრძელებს კვირიკაშვილი“