მოსკოვში Amnesty International-ის ოფისი დახურეს

მოსკოვში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ოფისი დახურეს.

BBC-ის ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, მათ ოფისი დალუქული დღეს დილით დახვდათ.

მათივე ინფორმაციით, კარს ემჩნეოდა, რომ შემტვრეული იყო.

ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ ოფისის დაკეტვა იჯარის ვადის გასვლას უკავშირდება.

ორგანიზაციის თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ მოსკოვის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისგან არავითარი გაფრთხილება არ მიუღიათ და ოფისის დახურვა, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მათ კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირდება.

Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის დირექტორი სერგეი ნიკიტინი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხდარის შესახებ წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.

download

banner
წინა სტატიაშიუამინდობა აჭარაში – თოვლმა და სეტყვამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
შემდეგი სტატიატრამპსა და კლინტონს არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ