ტრამპსა და კლინტონს არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შესვლის თანაბარი შანსი აქვთ. ბოლო დღეების განმავლობაში დემოკრატების კანდიდატმა მხარდამჭერების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა.

ექსპერტები ასეთ ცვლილებას ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ელექტრონული მიმოწერის საქმის განახლებას უკავშირებენ.

ბოლო გამოკითხვის შედეგები უკვე აისახა მსოფლიო ბაზარზე, აქციების გაუფასურების პარალელურად, ცვლილება დოლარის კურსმაც განიცადა. ამ ფონზე, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამერიკელებს კლინტონის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ბარაკ ობამამ საკუთარი არჩევანი რამდენიმე კვირის წინ უკვე გააკეთა. ის საგანგებოდ ჩავიდა ილინოისში, სადაც სხვა შტატების მსგავსად, მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გაკეთება წინასწარ შეუძლიათ. ვინ გახდება შეერთებული შტატების რიგით 45 პრეზიდენტი, 8 ნოემბერს გაირკვევა.

trampclintondebat-cr-739x428

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში Amnesty International-ის ოფისი დახურეს
შემდეგი სტატიათანამდებობები მთავრობაში და პარლამენტში – “ოცნება” სავარძლების გადანაწილების პროცესშია