მოსკოვი აცხადებს, რომ “არამეგობრული გადაწყვეტილებების” საპასუხოდ 40 გერმანელ დიპლომატს აძევებს

მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსი დიპლომატიური პერსონალის გაძევებასთან დაკავშირებით ბერლინის “არამეგობრული გადაწყვეტილების” საპასუხოდ 40 გერმანელ დიპლომატს აძევებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკვე დაიბარეს მოსკოვში გერმანიის ელჩი, რომელსაც გადაეცა “ნოტა რუსეთში გერმანიის დიპლომატიური დაწესებულებების 40 თანამშრომლის შესახებ, რომლებიც პერსონა ნონ გრატად გამოცხადნენ “.

აღნიშნულს უპასუხა გერმანულმა მხარემ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩვენ ველოდით დღევანდელ ნაბიჯს, მაგრამ ეს არანაირად არ არის გამართლებული“ , – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიის მიერ აპრილში გაძევებული 40 რუსი დიპლომატი“ “არ ემსახურებოდა დიპლომატიას არც ერთი დღე”, ხოლო რუსეთის მიერ გაძევებულებს “არაფერი დაუშავებიათ”.

banner
წინა სტატიაშიეს სასანქციო აგრესიაა – პუტინი დასავლეთის შეზღუდვებზე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმი პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტია