ეს სასანქციო აგრესიაა – პუტინი დასავლეთის შეზღუდვებზე

დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს პუტინი “სასანქციო აგრესიას” უწოდებს და ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ადგილობრივი ბიზნესი მუშაობას განაგრძობს.

“ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად და ფასეულად წარმოაჩენს… პატარა და საშუალო კომპანიებმა პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს და პირდაპირ სასანქციო აგრესიით მიღებული ბარიერის წინაშე აღმოჩნდნენ”, – ამბობს ის.

ის რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რომ მოქალაქეებმა სანქციების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ.

პუტინი საუბრობს სოციალური დახმარების ისეთი მექანიზმის აუცილებლობაზე, რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს: “ვისაუბროთ ასევე პენსიებისა და სოციალური დახმარების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზეც. რუსეთის ეკონომიკას შესაძლებლობა აქვს, ახალ რეალობაში იმუშაოს
სტაბილურად და შეუფერხებლად”.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიამოსკოვი აცხადებს, რომ “არამეგობრული გადაწყვეტილებების” საპასუხოდ 40 გერმანელ დიპლომატს აძევებს