მოგერინიმ ევროკავშირისა და ვაშინგტონის პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე ისაუბრა

ევროკავშირის პოლიტიკა უკრაინაში არ შეიცვლება აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგადაც – “დოიჩე ველეს” ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკური უსაფრთხოების სპეციალურმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. “ჩვენი პოლიტიკა უკრაინაში არ შეიცვლება და ეს ვაშინგტონში არ წყდება” – თქვა მოგერინიმ. მისი განცხადებით, ეს ეხება როგორც უკრაინის პოლიტიკას, ასევე, ზოგადად რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.
მან აღნიშნა, რომ ევოროკავშირი რუსეთთან მრავალ საკითხებში თანამშრომლობს, კერძოდ, გაიხსენა ირანთან ატომური შეთანხმება, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას, ასევე სირიის საკითხი და სხვა.

ამავე დროს, მოგერინმა განაცხადა, რომ აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაციის პრიორიტეტებმა, შესაძლებელია ქვეყანა ევროპული ფასეულოებბისაგან შორს წაიყვანოს. ამასთან დაკავშირებით, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიზიარებს ევროპულ ღირებულებებს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” სათაო იფისში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგუშინ მოსკოვში 900 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა