მოდის სახლმა უპირატესობა ქვიშისფერს მიანიჭა.

მოდის მიმდევრებს საკუთარი კოლექცია სტელა მაკარტნიმ წარუდგინა

"დიორის" ახალ კოლექციაპითონის პრინტით გაფორმებული ქურთუკები, შარვალ–კოსტუმი ველური კატების პრინტით, ყვევილების ნაქარგებით გაწყობილი თხელი, გამჭვირვალე ქსოვილები, – ეს “არმანის” 2015 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაა. მილანის მოდის კვირეულზე წამოდგენილი კოლექციაში მოდის სახლმა უპირატესობა ქვიშისფერს მიანიჭა.

გამომწვევი და თამამი სტილის მოყვარულებს ნახევრად გამჭირვალე სამოსს სთავაზობს “რობერტო კავალი”. მოდის სახლმა წლევანდელ კოლექციაში აქსესუარებად ჩანთები და დიდი სათვალეები გამოიყენა.

“დიორის” ახალ კოლექციაში, რომელიც 50–ზე მეტ კოსტიუმს მოიცავს, საფრანგეთის სამეფო კარისთვის დამახასიათებელი თეთრი ფერის ჩაცმულობა მფრინავების, ასტრონავტებისა და სკოლის მოსწავლეების ფორმებთან არის შეხამებული.

პარიზში მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში “კრისტიან დიორის” მოდის სახლმა სტუმრები დროში ამოგზაურა. დეფილე, რომელზეც ბელგიელმა დიზაინერმა რაფ საიმონსმა 2015 წლის გაზაფხული–ზაფხულის ახალი კოლექცია წარადგინა, ლუვრის მუზეუმში გაიმართა.

მოდის მიმდევრებს საკუთარი კოლექცია სტელა მაკარტნიმ წარუდგინა. ბრიტანელმა დიზაინერმა 2015 წლის ზაფხულის სამოსის უკეთ წარმოსადგენად ”ოპერა გარნიეს” შენობა გამოიყენა. პარიზის ოპერაში შეკრებილ აუდიტორიას მარკარტნიმ, ახალ სამოსთან ერთად, გლამურული შოუც შესთავაზა.

ელეგანტური, ჰაეროვანი და დახვეწილი, – სწორედ ასე შეაფასეს მოდის კრიტიკოსებმა ლიბანელი დიზაინერის გაზაფხული-ზაფხულის 2015 წლის კოლექცია. მოდის კვირეულის ფარგლებში ელი სააბის ჩვენებაც მოეწყო.

ინგლისურმა ბრენდმა ”ბარბერიმ” მამაკაცის უახლესი კოლექციის ჩვენება მოაწყო. კოლექციაში სხვადასხვა ფერის ქუდები, ასევე ხავერდით, ტყავითა და ფერადი პრინტებით გაფორმებული სამოსი სჭარბობს.

სარტყელის ფერები, ცხოველების პრინტები, ნაქარგი ყვავილები და ჰაეროვანი ქსოვილები– ეს 2015 წელს, წამყვანი მოდის სახლების მიერ უკვე გამჟღავნებული ტენდენციებია, რომელსაც მოდის მოყვარულები მომდევნო 12 თვის განმავლობაში აქტიურად გაყვებიან.

banner
წინა სტატიაშითვითმკვლელობა და თუ მკვლელობა? რა მოხდა მარი ელის რესპუბლიკაში?
შემდეგი სტატია“ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ”-რა ვერსიები ვრცელდება ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით