“ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ”-რა ვერსიები ვრცელდება ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა თბილისშიდიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად, გაზით გაგუდვაც სახელდება, – ამის შესახებ ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების ცხედრების პროზექტურაში გადასვენების შემდეგ, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლოა საქმე არა მკვლელობასთან, არამედ გაზით გაგუდვასთან გვქონდეს. საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუსრულებიათ. ცხედრები კი, ექსპერტიზაზე ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მუქარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ძმისგან ჰქონდა.
“ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ”, – განაცხადა მეზობელმა.
არსებული ინფორმაციით, ძმებ ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ. ოფისი კი, საცხოვრებელი სახლის წინ არის.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები სამსახურში არ მივიდნენ, რის შემდეგაც თანამშრომლებმა ისინი სახლში გარდაცვლილები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, ძმები დააყაჩაღეს და მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიმოდის სახლმა უპირატესობა ქვიშისფერს მიანიჭა.
შემდეგი სტატიანახჩივანი… ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას მიებმება?