“მნიშვნელოვანი მოწმეები” – რამ ამბობს მოსკოვი და ლონდონი სკრიპალების შინაურ ცხოველებზე

მიმდინარე კვირას მთავრობისა და მედიის ყურადღება სკრიპალების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან მათ შინაურ ცხოველებზე გადავიდა. “ბიბისი”-მ ცხოველების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანმიმდევრობა აღადგინა.

თავდაპირველად, ის, რომ სერგეი სკრიპალს შინაური ცხოველები ყავდა, უშიშროების ექს-პოლკოვნიკის ძმისშვილმა ვიქტორია სკრიპალმა თქვა რუსულ “მასკოვსკი კამსამოლეცთან” ინტერვიუში კვირას, 1 აპრილს. “მათ ყავდათ კატა მასიანია რუსეთიდან და კიდევ ერთი თავშესაფრიდან. ასევე, საშამ და იულიამ ორი ზღვის გოჭი იყიდეს ზოომაღაზიაში. შესაძლებელია, კატები გაიქცნენ, მაგრამ ზღვის გოჭები ხომ უნდა ეპოვათ თავიანთ გალიაში. ამის შესახებ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია” – თქვა ვიქტორია სკრიპალმა. ამ ინტერვიუს დროს სკრიპალების მოწამვლიდან თითქმის ერთი თვე იყო გასული. სამი დღის შემდეგ, 4 აპრილს, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ იკითხა ცხოველებზე: “სად არიან ახლა შინაური ცხოველები? როგორია მათი მდგომარეობა? ბრიტანული მხარე, რომელიც მედიაში ინტენსიურად აშუქებს სკრიპალების მოწამვლის საქმეს, რატომ დუმს ცხოველებზე?.. თუკი სახლში იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერება, ეს ცხოველებიც უნდა დაშავებულიყვნენ” – თქვა ზახაროვამ.

5 აპრილს ლონდონში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ოფიციალურად მიმართა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას თხოვნით, მიაწოდონ ცხოველების შესახებ ინფორმაცია. იმავე დღეს, საღამოს, ბრიტანულმა ტაბლოიდმა Sun-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ქიმიური დაცვის ექსპერტებმა სკრიპალების სახლის კვლევისას იპოვეს მათი სპარსული კატა სახელად ნეში ვან დრეიკი, რომელიც “ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო”, მეორე კატაზე, რომელზეც ვიქტორია სკრიპალი ლაპარაკობდა, ინფორმაცია არ გავრცელებულა. Sun-ის ცნობით, ავადმყოფი კატა პორტონ-დაუნის ლაბორატორიაში კვლევებზე წაიყვანეს, მაგრამ რადგანაც ის მძიმედ იყო დაავადებული, გადაწყვიტეს, დაეძინებინათ. კატის გვამი მაშინათვე დაწვეს, დაწვეს, ასევე ზღვის გოჭებიც, რომლებიც უწყლობისგან დაიღუპნენ.

6 აპრილს საღამოს გარემოს დაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კატა დააძინეს. “როცა ვეტერინარმა სახლში შესვლის უფლება მიიღო, ორი ზღვის გოჭი იპოვა, რომლებიც, სამწუხაროდ, უკვე მკვდრები იყვნენ. კატა წვალობდა, ამიტომ, ცხოველის ინტერესებიდან გამომდინარე, ვეტერინარმა ის დააძინა” – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანულ მედიაში ოფიციალური პირების წარმომადგენლის კომენტარიების გამოჩენიდან რამდენიმე ხანში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა: “ანუ, რა გამოდის, ჩხრეკა იყო და ცხოველები ვერ შენიშნეს? ვერ შენიშნეს იმ ადამიანის ცხოველები, რომელიც მოწამლული იყო ნერვულ-პარალიტიკური გაზით? ეს მორიგი ხუმრობის საგანია – “მნიშვნელოვანი მოწმეები გააქრეს”, სინამდვილეში კი, ცხოველები, მართლაც მნიშვნელოვანი მოწმეები იყვნენ, რადგანაც საუბარია ქიმიურ მოწამვლაზე. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. გამოცემის თანახმად, ზღვის გოჭებიც და კატაც დაწვეს, იმის მიუხედავად, რომ ისინი საქმეში მტკიცებულებები იყვნენ” – დაწერა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ზოოპარკში ვომბატი დაიბადა
შემდეგი სტატიაბრიტანელი ექიმები: სერგეი სკრიპალის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კრიტიკული არ არის