ბრიტანელი ექიმები: სერგეი სკრიპალის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კრიტიკული არ არის

სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა -ამის შესახებ განცხადება სოლსბერის საავადმყოფოს დირექტორმა გააკეთა, სადაც ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი მკურნალობის კურსს გადის.
“ის კარგად რეაგირებს მკურნალობაზე, მისი მდგომარეობა უმჯობესდება და უკვე აღარ არის კრიტიკული” – ნათქვამია განცხადებაში. კრისტინ ბლანშარდის თქმით, იულია სკრიპალი თავს კარგად გრძნობს და მალე მას საავადმყოფოდან გაწერენ, თუმცა, თარიღი ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 4 მარტს სერგეი და იულია სკრიპალები ქიმიური იარაღით მოიწამლნენ. მათივე თქმით, მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანი მოწმეები” – რამ ამბობს მოსკოვი და ლონდონი სკრიპალების შინაურ ცხოველებზე
შემდეგი სტატიააშშ-მ ანტირუსული სანქციის სია გააფართოვა