“მმართველი ძალის რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად” – კახა გოგოლაშვილი IRI-ის კვლევებს აფასებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის, IRI-ის კვლევას მოყვა გამოხმაურებები პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან. ექსპერტთა ის ნაწილი, ვინც კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ეხმაურება, გამოქვეყნებული ციფრების მიზეზად მიიჩნევენ ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ფონს.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა IRI-ის კვლევები შეაფასა. ის მმართველი გუნდის რეიტინგის შემცირებას კოალიციის დაშლას უკავშირებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ და ეკონომიკურ გარემოს, ვერ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას, ასევე გაუმჯობესებას და რა თქმა უნდა ეს მოქმედებს მთლიანობაში განწყობებზე, პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებელია მმართველი ძალა და მისი რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად,” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლის 1500 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის ცდომილება დაახლოებით 2 პროცენტია.

banner
წინა სტატიაშივნების კვირის ყველაზე მძიმე დღე – წითელ პარასკევს იერუსალიმში აღნიშნავენ
შემდეგი სტატიაქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა