ქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი, დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი, მრავლობითი ტრავმებით საადავმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფომაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“მმართველი ძალის რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად” – კახა გოგოლაშვილი IRI-ის კვლევებს აფასებს
შემდეგი სტატია“დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება”