სხდომა ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს

იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევებების სერია გრძელდება – გიორგი ვაშაძის შემდეგ კინოდარბაზი ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს.

“ვერ აღიქვამთ სად ხართ, წამოძახილებს თავი დაანებეთ!” – მიმართავს ანრი ოხანაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს.

გაძევებული დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული.

“ბუნკერში ატარებენ კომიტეტის სხდომას. მეორე, არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ აძლევენ კითხვის დასმის საშუალებას. ჩემთან დაკავშირებით რატომ მიიღეს გაძევების გადაწყვეტილება, წარმოუდგენელია, როცა კომიტეტის თავმჯდომარე თავად უხეშად არღვევს რეგლამენტს და არ აძლევს სიტყვის საშუალებას კოლეგებს. მეორე, მქონდა უამრავი შეკითხვა და შენიშვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს კანონი არის რუსული კანონი. მაგრამ მათ არ სურთ ამ შეკითხვების მოსმენა. მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება სწრაფად გააძევონ დეპუტატები, დაასრულონ სხდომა და კონტრაქციაზე გავიდნენ. ეს ხალხი გასულია კონსტიტუციური სფეროდან. მათთვის ივანიშვილი და რუსული დირექტივებია ხელისუფლების წყარო, – თქვა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომა ვაშაძეს დაატოვებინა
შემდეგი სტატიარამდენი ადამიანი იყო პროევროპულ აქციაზე?